საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვა წარმოადგენს. სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში მათ წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, რაც დაკავშირებულია როგორც ჯანმრთელობასთან და სამშობლოში იძულებით დაბრუნებისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, ისე დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან თუ შემოსავლის წყაროს არარსებობასთან. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:

• საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;

• სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული სერვისებია:

• სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება (მათ შორის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია), რომელიც 1 000 ლარის ფარგლებში ფინანსდება სერვისით უზრუნველყოფილია მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირებისთვის საჭირო დიაგნოსტიკა. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სერვისი ასევე მოიცავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას;

• ბენეფიციართა შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური პროექტების დაფინანსება 4 000 ლარის ფარგლებში;

• დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში ხდება ბენეფიციარის დროებითი განთავსების უზრუნველყოფა არაუმეტეს 4 ღამით;

• სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის ხელშეწყობა.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:
ტელეფონი: (+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37
ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge
მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო
ვებ-გვერდი: www.mra.gov.ge

SHARE